ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრა, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრა, ფრანკოფონული საუნივერისტეტო სააგენტოს AUF -ის მხარდაჭერით, 2025 წლის 22-23 დეკემბერს გამართავენ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას - „საავტორო ზღაპრები და მათი ფოლკლორული წყაროები“, რომელიც, ასევე, მოიცავს პერფორმანსს.
კონფერენცია გაიხსნება 22 დეკემბერს, 11 საათზე, თსუ V კორპუსის 309 -ე აუდიტორიაში.